Sunday, March 13, 2011

გარემო პირობების გაუმჯობესება

1პროექტის სახელწოდება: გარემო პირობების გაუმჯობესება.
2პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: ჩვენს სკოლას მრავალი წლების არსებობის ისტორია არა აქვს, ამიტომ მისი გარემო მაინც და მაინც სახარბიელოდ არ გამოიყურება ვიზუალურად, აქედან გამომდინარე დაგვებადა აზრი და დიდი სურვილი გვაქვს გავიუმჯიბესოთ ჩვენი სკოლის გარემო პირობები.
3პროექტის აქტუალობა: ჩავატარებთ გამიკითხვას,თუ როგორი იყო ეს ტერიტორია ვიდრე ჩვენ მოვიდოდით. ჩავატარებთ საუბარს , რომ სკოლის გარემო ხშირად ნაგვიანდება, ამიტომ ჩვენი სახსრებით გავაკეთებთ ნაგვის ყუთებს ხისაგან და რამდენიმე ადგილას დავდგამთ.დავრგავთ ნერგებს და ყვავილებს. გავაკეთებთ და დავდგამთ გრძელ სკამებს, შევქმნით კომისიას, რომელიც დაიცავს სკოლის გარემოს დაბინძურებისაგან.
4პროექტის მიზნები: ჩვენი სკოლის გარემო სუფთად და ლამაზად გამოიყურებოდეს.
5მონაწილეთა ასაკი:   6, 8, 11, 15 წელი.
6ვადები / ხანგრძლივობა:    1 თვე.
7მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:      ფოტოსურათები, პროექტის დასაწყისში და დასასრულს, ხის ნაგვის ყუთები, გრძელი ხის სკამები, დარგული ნერგები და ყვავილები.  
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:    ფოტოაპარატი, კომპიუტერი, კომპიუტერში ბავშვებს ვაჩვენებ სურათებს, თუ როგორ გამოიყურებოდა სკოლა და მისი გარემო მრავალი წლის წინ. აგრეთვე, ვაჩვენებ სხვა სკოლების გარემოს, რომ შეადარონ ჩვენი სკოლის გარემოს, რათა სურვილი უფრო გაუჩნდეთ  და მონდომებულად იმუშაონ პროექტის განხორციელებისათვის. სასოფლო სამეურნეო იარაღები, ფიცრები, ხეხილისა და ყვავილების  ნერგები.
9.პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები):     გადავიღებთ ფოტოსურათებს პროექტის დასაწყისში, დავასუფთავებთ სკოლის გარემოს, დავრგავთ ნერგებს და ყვავილებს, დავდგავთ ნაგვის ყუთებს, გავაკეთებთ სკამებს და ბოლოს ისევ გადავიღებთ ფოტოსურათებს.
10.საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:     ბუნება, ხელოვნება.
11.პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი):      მაია დვალაშვილი.
12.ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:     maiadvalashvili@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:      maiadvalashvilibloggsport.com